საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 311 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 681, პისიარტესტით – 7 132.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 956 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 247 096 გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი.

ამასთან, 28 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი.

მსგავსი თემები