“დავადგინეთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად” – პროკურორი

ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს, მათ შორის, გამოკითხვაზე უკვე ერთი პირია დაბარებული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში. დღეს არის წინასასამართლო სხდომა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული. ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად ამოვწურეთ. ჩვენ ამ მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი, გაავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის. ამ მიმართულებით, საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვისაც ცნობილია, რომ უკვე ერთი პირია გამოკითხვაზე დაბარებული” ,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი აღკვეთი ღონისძიების შეცვლისა და მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოკითხვაზე ისევ დაიბარეს.

მსგავსი თემები