მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

„მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტის სამინისტრო, ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო – ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ერთად უნდა ვიზრონოთ.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები