“რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები” – კახა კუჭავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა, ქართული მხარე ასევე გეგმავს, ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე გაამახვილოს ყურადღება.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, ერთი წლის თავზე, კვლავ ხდება საკითხის დაყენება ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი თემები