ქალი რომელიც დღეს ხიდიდან გადახტა, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრია

50 წლის ქალი, რომელიც დღეს ახალქალაქში ხიდიდან გადახტა, ყოფილი პარლამენტარის, ენზელ მკოიანის ძმის მეუღლეა.

ენზელ მკოიანის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლაა.

“წელს ჩვენი ოჯახი ძალიან დატანჯეს, ეს ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჯერ შარშან, 4 ოქტომბერს მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 1 წლის წინ პროკურატურაში საქმე არ აღძრულა.

2020 წელს მისი შვილი დააკავეს. არ აძლევდნენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან ესაუბრა. მოდიოდა ქალი და ტიროდა, შვილთან სატელეფონო საუბარს მოითხოვდა. ძმას მანქანა აუფეთქეს, კანტუზია მიიღო. შემდეგ გაზისა და ჰესის ბიზნესები გააჩერეს. ამის შემდეგ მისმა გულმა ვერ გაუძლო და თვითმკვლელობამდე მივიდა,”-აცხადებს მკოიანი.

მსგავსი თემები