“მიხეილ სააკაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, ის არის ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებს ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილზე” – არჩილ თალაკვაძე

დღემდე, მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკურ პროცესში უკანონოდ მონაწილეობს, რასაც ჰქვია საარჩევნო კამპანიები და საქართველოში რეგისტრირებული ჩრდილოვანი მართვა, ის არის არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი რადიკალური ოპოზიციის ნაწილია“.

„ჩვენ ვხედავთ, ამ პარტიის შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, ვისაც პრაგმატული და ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ დღეს არსებულ რეალობასთან, გადაწონიან და ისინი გახდებიან გადაწყვეტილების მიმღები. მიხეილ სააკაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც საქართველოში არ სურს არჩევნები, სტაბილური პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნორმალური თანამშრომლობა. დღემდე ის არის ერთ-ერთი, ვინც პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებს ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილზე და ვფიქრობ, რომ ეს მალე დასრულდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები