“იაგო ხვიჩიას განცხადებაზე სერიოზული პასუხი გამიჭირდება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, იაგო ხვიჩიას განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

საუბარია ხვიჩიას იმ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ოცნება“ ქართულ პარლამენტარიზმს ანგრევს.

„მის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გამიჭირდება, ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გავუგზავნო საქართველოს კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, სადაც მისი განცხადების ზუსტად საპირისპირო წერია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა,  რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.

მსგავსი თემები