საგარეო საქმეთა მინისტრს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კოვიდინფიცირებულია. როგორც მინისტრი საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ წერს, თვითიზოლაციაში იმყოფება.    

“მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები”, – წერს მინისტრი.  

მსგავსი თემები