შესაძლოა, საქართველოში ვაქცინირებული და ვირუსგადატანილი ტურისტები შემოვიდნენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე კვირას, მთავრობის ეკონომიკური გუნდა ტუროპერატორებს შეხვდება, რის შემდეგაც გადაწყდება ტურისტული ნაკადის მართვა როგორ მოხდება.

„თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. ამ კვირაში ერთ-ერთი შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია გავლილი ადამიანები მონატრებულები არიან ფრენას, დასვენებას და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა. ამაშიც დავეხმარებით ინდუსტრიას. აუცილებლად იქნება კონკრეტული მოთხოვნები“ – აღნიშნა მინისტრმა.

ვაქცინირებული  და „კორონაგადატანილი“ ტურისტების საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ინიციატივა „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, ფრენების გახსნას აზრი არ აქვს, თუ ქვეყანაში რესტორნების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება. როგორც ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მთავრობას არაერთ წინადადებას სთავაზობენ, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ არის. ერთ-ერთი  შეთავაზებაა ქვეყანაში ისეთი ტურისტების შემოყვანა, ვინც ვირუსი უკვე მოიხადა.        

მსგავსი თემები