„ქვეყანა უნდა გაიხსნას, მორჩა! – კონკრეტული მოთხოვნები აღარ გვაქვს“ – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„ბიზნესი მზად არის თავის თავზე, თავის წილი პასუხისმგებლობა აიღოს, აქ მთავარია იყოს მთავრობის ნება, გადაწყვეტილების მიმღები არის მთავრობა და არა ეპიდემიოლოგები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის” ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

ჭყონია თვლის, რომ ხელისუფლება ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მისივე მოსაზრებით მალე ყველა სექტორი გაკოტრდება:

„ ვართ ბიზნეს – სექტორი, რომელსაც გვაქვს პრობლემები, ეს ჯაჭვია და ვისაც არ ეხება იმათაც შეეხება, ნებისმიერ სექტორს სერიოზული პრობლემები აქვს.

მთავრობა არის პასუხისმგებელი გახსნას ქვეყანა.

მთავრობას იმიტომ ვირჩევთ, რომ ყველა მოვლენაზე რა ხდება ქვეყანაში ხარ პასუხისმგებელი.

ქვეყანა უნდა გაიხსნას, მორჩა – კონკრეტული მოთხოვნები აღარ გვაქვს. მეორე ტალღა, როცა დაიწყო უნდ შეხვედროდნენ მომზადებულები, ჩემი სექტორი არ გაჩერებული, ჩემი სექტორიც თუ გაჩერდა პროდუქცია არ გექნებათ დახლზე, პირველი რაზეც მიდის მსჯელობა ვიმუშავებთ იმაზე, რომ გახსნან ტრანსპორტიო, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ხან სკოლებს ხსნიან ხან ტრანსპორტს,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები