“კაჩაობა” მართლა არ მოსულა…” – მეგრელიშვილი ნიკა მელიასა და იაგო ხვიჩიას კონფლიქტზე

მუქარა, თუ გაუგებრობა – იაგო ხვიჩია ნიკა მელიასთან მომხდარი ინციდენტის დროულად და საჯაროდ გარკვევის მომხრეა. მანამდე კი პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი “კურიერთან” ორი პოლიტკური პარტიის თავმჯდომარეებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზს ყვება და აცხადებს, რომ იარაღის ტარების უფლება ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუმცა “კაჩაობა არ მოსულა”.

“ნიკასთან გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ერთად ვიაროთ შეთანხმებისკენ, ანუ მოლაპარაკებისკენ და ნიკას სანაცვლო თხოვნა იყო, რომ რაღაცნაირად “ევროპულ საქართველოსთან” და ვაშაძესთან მიმდინარე ჩვენი წინა კვირის კონფლიქტი დაგვესრულებინა. სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ ქართულ პოლიტიკაში ლაპარაკის გარეშე არ გამოვა. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ვამთავრებთო ამ თემასო, ნიკამ თქვა, რომ აზრი აღარ აქვსო საუბარსო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაინც აქვს მნიშვნელობა ამ თემის გამოტანას, საჯაროდ საუბარს და ამას მოჰყვა სინამდვილეში ჩვენი კონფლიქტი.

იარაღის ტარების უფლება ჩემი აზრით ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში. ის, რომ იაგომ ეს გამოიყენა და წამოწია ეს თემა, მნიშვნელოვანია. უბრალოდ ის ტონი, რომ რაღაცა ჩვენ და “კაჩაობა”, ჩემი აზრით მართლა არ მოსულა,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

განცხადება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მას, სავარაუდოდ, ემუქრებოდა პარტია “გირჩის” თავმჯდომარემ გუშინ გააკეთა. ბრალდებას ამ დრომდე არ პასუხობს მელია.

მსგავსი თემები