“ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ხალხმა აირჩია” – არჩილ თალაკვაძე

ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია – დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, – აღნიშნული განცხადება ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე, პლენარული სხდომის ფორმატში 2 თებერვლიდან იმსჯელებენ.

“ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს. მადლობა მინდა ვუთხრა ფასილიტატორ ელჩებს – ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, როცა ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები