„ალბათ სულხან-საბა ორბელიანი საფლავში გადატრიალდა“ – ნათელაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.

„დღეს ალბათ სულხან-საბა ორბელიანი საფლავში გადატრიალდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართულ ოპოზიციას სტრასბურგში წარმოადგენს არც მეტი არც ნაკლები, ფრიდონ ინჯია, ხოლო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მეთაურია საყდრისის ამფეთქებელი და ივანიშვილის ოქროს საბადოთა მენეჯერი კახა კუჭავა. გიხაროდეს ერო ბედნიერო!“, – წერს ნათელაშვილი.

ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს იხსნება და 28 იანვრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სესიას ახლადარჩეული პარლამენტი პირველად ესწრება.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.

მსგავსი თემები