“შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ” – გია ვოლსკი ოპოზიციაზე

წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი – წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა ჩავარდეს თუ არა საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განმარტა, იყო „ლელოს” წარმომადგენლებისა და გიორგი ვაშაძის განცხადებები, „რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს”.

„წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საპროცედურო საკითხს ეხება – არის საკითხი, რომელიც ეხება სიტუაციას საქართველოში, პარლამენტის მომავალს და მისი საქმიანობის ეფექტურობას. დიდი კითხვის ნიშანი წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, რომ საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა ელოდება, რომ თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობას დაიწყებს. რა თქმა უნდა, რეგლამენტს არ დავარღვევთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები