„ერთ მხარეს დგას დაშინებული ექიმი, მეორე მხარეს კი უსამართლოდ გაბრაზებული პაციენტი“ – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“

„თითოეულ მომსახურებას სჭირდება ხარისხის შეფასება, ამ მხრივ პრობლემები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ განაცხადა.

არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ ქვეყანაში არ ფასდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რის გამოც ხშირად ზარალდება, როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, სალომე ლოლუას მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად:

„ერთ მხარეს დგას დაშინებული ექიმი და მეორე მხარეს უსამართლოდ გაბრაზებული პაციენტი, სამედიცინო მომსახურების ხარისხი უნდა იყოს შეფასებული.

არცერთი საექიმო შეცდომა არ უნდა იყოს დაფარული, უნდა იყოს სწორად შეფასებული და ექსპერტების მიერ დასკვნა დადებული.

ვთვლით, რომ დღეს გარკვეულ წილად პრობლემები შემცირებულია, თუმცა როგორ უნდა მიმდინარეობდეს ხარისხის შეფასება და როგორ არ ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში ცხადია.

ჯანდაცვის სექტორს ამ მხრივ პრობლემები აქვს,“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები