საკანონმდებლო ცვლილება, რითაც ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა ზუსტდება, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ზუსტდება და იცვლება მათი გამოთვლის წესები, რაც შეიძლება სასჯელის გადასინჯვის საფუძველი გახდეს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება.

სხდომაზე, ასევე, განიხილავენ პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ბალანსდება საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციებსა და საპარლამენტო ოპოზიციის უფრაქციო ჯგუფებს შორის კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობები.

“განვიხილავთ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ნარკონივთიერების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, პროექტს რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით. ბალანსდება საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციებსა და უფრაქციო დეპუტატების ჯგუფებს შორის კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობები.

პარლამენტის ბიუროზე იქნება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი, რომელიც ეხება აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებას,”-განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა. 

მსგავსი თემები