მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 577 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 577 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 97.46 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 13 688 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში მსოფლიოში კორონავირუსით 2 112 689 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 56 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 25 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 418 000-ზე მეტი კი დაიღუპა.

მსგავსი თემები