დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის გამოძიება დაიწყო  

ბათუმში, დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის ურნის დამხობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, საქმე ხულიგნობის ბრალდებით არის აღძრული. საუბარია 156-ე  და 239-ე  მუხლებზე.

თავად დეპუტატს ამ ეტაპისთვის დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ის უკვე გამოკითხეს.

რაც შეეხება შემთხვევას, გუშინ  მოხდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წარმომადგენლებმა პროტესტი გამოუცხადეს და თავზე ნაგავით სავსე ურნა ჩამოამხეს.

როგორც ჩავლეიშვილი აცხადებს, ეს მათი კულტურისა და აღზრდის პრობლემაა და სს პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ითხოვს.

მსგავსი თემები