კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მსგავსი თემები