ალეკო ელისაშვილის და “ქართული ოცნების” შეხვედრა დასრულდა

  •  

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მმართველი გუნდის წევრებს შეხვდნენ, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია და მომდევნო „რაუნდები“ გაგრძელდება:

„მე და ლევან იოსელიანი ვიყავით მოსული გაგვერკვია ჰქონდა თუ არა „ქართული ოცნება“ წასულიყო კომრპომისებზე, მე – 5 რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა, ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ, „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტ პატიმრების არსებობას, ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად მოვედით, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით არის მზაობა რომ სერიოზულ დათმობებზე წავლენ,  აქ არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისაზე საუბრობენ ისევ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის ინფორმაციით შეთანხმებას თუ ხელს არ მოაწერენ პარლამენტში არ შევლენ.

მსგავსი თემები