ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ

  •  

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა გუშინ “ქართულ ოცნებას” შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, სწორედ მას შემდეგ მიიღებს პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას, რაც მმართველი გუნდისგან მოისმენს, აპირებს თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე დათანხმებას.

ამასთან, გუშინ ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდებოდა, რადგან ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს. გადაცემაში ელისაშვილმა კიდევ ერთხელ დაასახელა ის წინადადებებიც, რომელზე თანხმობასაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ითხოვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შედგეს შეთანხმების დოკუმენტიც, რომელსაც ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ადგილზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც იქნებიან.

მსგავსი თემები