ევროპული სასამართლოს სამი მოსამართლე “საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ” საქმეში გადაწყვეტილების ნაწილს არ იზიარებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამი მოსამართლე “საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ” საქმეში გადაწყვეტილების ნაწილს არ იზიარებს.

ამის შესახებ უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია პოლონელ და ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივ განცხადებას “ფეისბუქზე” აქვეყნებს.

მოსამართლეები არ ეთანხმებიან 137ე-პარაგრაფში ჩამოყალიბებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, რუსეთს ამ დღეებში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ამ ნაწილთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება “მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, ასევე წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით” მიიღო.

მსგავსი თემები