საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე გარეჯის საქმეზე იკითხება

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე გენერალურ პროკურატურაში იკითხება.

საგამოძიებო უწყებაში ის დავით გარეჯის საქმეზე დაიბარეს.

ცნობილია, რომ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების შეთანხმების პროცესში, ბიწაძე კომისიის მაშინდელ თავმჯდომარესთან, გიორგი მანჯგალაძესთან ერთად მონაწილეობდა.

მსგავსი თემები