ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!“ – ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, დეპუტატი თეა წულუკიანი აკეთებს. საუბარია საქართველო რუსეთის დავაზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იხილავდა.   

„საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“ – აცხადებს წულუკიანი.

12 წლიან სასამართლო დავით სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

მსგავსი თემები