ვაქცინების შესაძენად 64-158 მილიონი ლარია საჭირო

„საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად დაახლოებით, 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება” –  ეს განცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე განმარტებით, თანხის ნაწილის ბიუჯეტი გადაიხდის, ნაწილს კი საინვესტიციო ბანკი.

„შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური ღირებულება კი 158 მილიონი ლარია. განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეტრებში უკავშირდება ვაქცინის ფასს. ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა “კოვაქსის” პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-სთვის ვაქცინის მიღების თაობაზე, თუმცა, დამატებით კიდევ იქნება რესურსი საჭირო, რაც უკვე მობილიზებულია სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები