გელათში დროებითი გადახურვის დაზიანებას შემსრულებელი კომპანია განახორციელებს

კომპანიები, რომლებმაც სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს 12-12 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ახლა სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესი “ბაგინეთი +”-მა გადაიბარა. ამ კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაწყდა, რომ ბოლოს, ტაძრის დაზიანებულ დასავლეთ მხარეს გადახურვას კომპანია, რომელმაც სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა. მონიტორინგს კი ახლად შერჩეული ჯგუფი გაუწევს.

“ვერ მოვასწრებდით ასე უცებ რეაგირებას, ჩართვას. ძალიან სწრაფად მოხდა გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, მობილიზაცია ნამდვილად ვერ მოვასწარით იქ ამის აღსადგენად.

დროებითი გადახურვის დაზიანებას გამოასწორებს შემსრულებელი კომპანია, რომელმაც აქამდე შეასრულა ეს ვალდებულება, შემდეგ ჩვენ ამ გადახურვას ჩავუტარებთ ინსპექტირებას და ასევე მთლიანად გამოვცვლით დროებითი გადახურვის წყალამრიდ სისტემას.

ცოტა უფრო ყურადღებით რომ შევხედოთ ძალიან ბევრ ადგილას ქანობი არასწორად არის, გადაბმის ადგილებში ხდება წყლის გაჟონვა, ჩამოდინება, კედლის დასველება და ასე შემდეგ… მოკლედ, რომ ვთქვათ, გასაკეთებელია უკეთ,” – განაცხადა კომპანია “ბაგინეთი +”-ის წარმომადგენელმა არჩილ ყიფიანმა. 

მსგავსი თემები