„მის სინდრომს“ ახასიათებს ტემპერატურის მატება 38 გრადუსის ზემოთ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რისკ ჯგუფებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ხელმოსაკიდი არაფერი არ არის, პაციენტების ძალიან დიდი ნაწილში მშობლებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ მათ შვილს გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი,“ –  ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორის ინფორმაციით „მის სინდრომსთვის“ არ არის აუცილებელი წინ უძღოდეს რაიმე მძიმე დაავადების გადატანა, როგორც ივანე ჩხაიძე ვირუსის სიმპტომებზე ამახვილებს ყურადღებას:

„არ არის დაკავშირებული ამ სინდრომის განვითარება წინა პერიოდში გადატანილ დაავადების რაიმე მძიმე ფორმაზე.

როდესაც ვლაპარაკობთ მრავალფეროვან ვირუსებზე, აქ განიხილება ყველაზე ხშირ სიმპტომად ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე და მეტი, ეს მოიცავს 24 საათს ან 3 – 4 დღეს, ახასიათებს იმდენად მძიმე ტკივილი მუცლის, რომ აპენდიციტის ტკივილებთან იგივდება, ახასიათებს ასევე გულის რევა, მინიმუმ ორი სისტემის დაზიანება არის აუცილებელი, რომ ეს დიაგნოზი დავსვათ,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები