“პატიმრების გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ესხმის თავს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს” – ნინო ლომჯარია

 სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ომბუდსმენის წარმომადგენლებს ციხეში ვიზიტის დროს ექმნებათ. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არსებობს პატიმრების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ესხმიან თავს აპარატის თანამშრომლებს. მისივე ინფორმაციით, ასეთი ფაქტები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები, რომელიც ვითარებას აკონტროლებენ. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა კონკრეტულ დაწესებულებებში მომხდარ კონკრეტულ ინციდენტებზე. “სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, როდესაც დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, … ვრცლად “პატიმრების გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ესხმის თავს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს” – ნინო ლომჯარია