15 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმით მიმართავს

  •  

15 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმით მიმართავს.  გეგმა წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას მოიცავს, რაც ასოციაციების წარმომადგენელთა თქმით, ბიზნესში არსებულ რთულ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ბიზნეს სექტორი ხელისუფლებისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგნოზირებენ, რომ ზიანი გამოუსწორებელი იქნება.

“11 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთან კონსულტაციით გაკეთდა ბევრი, დაუდგა სახელმწიფო ბიზნესს გვერდით, მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი წყალში ჩავარდება რამდენიმე ეპიდემიოლოგის უპასუხისმგებლო ხუშტურის ქცევის გამო და დღეს მივაღწევთ იმას, რომ შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ მთლიანად ვიყოთ დახურული ქვეყანა და ეკონომიკა არ მოძრაობდეს. ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ ეკონომიკის გამოსწორება. დაკეტილ რეჟიმში ყოფნა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს,” – განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ.

სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” დირექტორის ლევან ყარალაშვილის თქმით, კრიტიკული საკითხია ბიზნესისთვის ტრანსპორტის არ აღდგენა და ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვის დაწესება.

მთის კურორტების ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მაია ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ მომსახურების სფერომ უკვე ისწავლა COVID-თან ერთად თანაცხოვრება და ბიზნესს ქმედითი ნაბიჯები სჭირდება. ის ითხოვს, რომ პირველი თებერვლიდან გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები. 

მსგავსი თემები