“ამბობდა, საფრთხეში ვარო, დიდხანს ვერ გავტანო…” – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი

გოგონა, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატს, სატელეფონო მიმოწერის შესახებ აცნობა, ვანში მცხოვრები მარი შარაშიძეა.
როგორც ირკვევა, შარაშიძე ბაჩალიაშვილს მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იცნობდა.
გოგო ამბობს, რომ მასთან მიმოწერაში ბაჩალიაშვილი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდა. მეტიც პროგრამისტი მას ეუბნებოდა, რომ “დიდხანს ვერ იცოცხლებდა” და თუ ის გაუჩინარდებოდა, მაშინ დედისთვის, თეონა თამაზაშვილისთვის მიეხედა.
მარი შარაშენიძე აღნიშნავს, რომ მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს თქვა, რომ ძალოვანები მოწმეს აშინებენ.
“ცილისწამებისა და ტყუილისთვის, ხვალე მივალთ, ტელეფონსაც ჩამოვართმევთო წავიყვანთ და სამუდამოდ რომ გაატარებს 21 წლის გოგო ციხეშიო და წნეხს ნახავს, მერე ნახავს რაც მოუვაო.
ამბობენ, მიმოწერა არ არისო, როგორ იქნება, როცა გოგო მაფრთხილებდა წამეშალა. არ მინდა საფრთხე შეგიქმნაო. იმასაც ამბობდა, რომ ძალიან საფრთხეში ვარო, რომ გაიგონ, რომ მიცნობო შენც საფრთხეში ჩავარდებიო ამიტომ არ მინდა გაიგონ რომ ვკონტაქტობთო”- აღნიშნავს “მთავართან” საქმის ახალი ფიგურანტი.
მარი შარაშენიძე კიდევ ერთხელ ამბობს, და ასატურებს ადვოკატის გავრცელებულ განცხადებას რომ თამარ აცალიაშვილმა მას დედის დაცვა სთხოვა:
“ვიციო რომ მე დიდხანს ვერ გავტანო და დედაჩემს მიხედეო. რა სითბოც ჩემგან მოაკლდება შენ აგრძნობინეო”- ამბობს გოგონა.

მსგავსი თემები