“ყველაზე უმნიშვნელო საკითხი რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს, რიგგარეშე არჩევნებია” – ვახტანგ მეგრელიშვილი

შედგება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება – ეს საკითხი ღიად რჩევა. მოლაპარაკების 4 რაუნდის შემდეგ თითქმის თვე ნახევარი გავიდა, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი ამ დრომდე უცნობია. პარალელურად, დაპირისპირება მწვავდება ოპოზიციაში, სადაც პოლიტიკოსების ნაწილი ღიად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის შიგნით.

“გირჩი” ალეკო ელისაშვილის მსგავსად მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად “ევროპულ საქართველოს” ასახელებს.

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დღეს დევს წინადადება, რომელსაც  კოლეგები არაფრად თვლიან.

“ყველა პარტიას აქვს თავისი პირადი ინტერესი. ჩვენთვის მთავარი ინტერესი იყო პროპორციული არჩევნები. პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში დღეს მაგიდაზე დევს წინადადება, რომელსაც ჩვენი კოლეგები არაფრად თვლიან. ჩვენ გვგონია, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ელჩების თანდასწებით რიგდებოდა, ყველაზე უმნიშვნელო საკითხია ის, რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს, ანუ რიგგარეშე არჩევნები დღესვე. ჩემი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია, მაგალითად, კონსტიტუციის შესწორება,”-აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ცილისმწამებლური ტალღა წამოვიდა, ღიად საუბარი გადაწყვიტა.

“როგორც იცით, თვენახვერის მანძილზე, ინტენსიური მოლაპარაკები რეჟიმში ვიყავით. შიდა პროცესი არ იყო საჯარო. მას შემდეგ, რაც უამრავი ცილისმწამებლური ნიაღვარი წამოვიდა ჩვენსკენ, მათ შორის, ის რომ, შევდიოდით პარლამენტში, გადავწყვიტეთ, ღიად გველაპარაკა,”-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები