“ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო – ძალიან პატიოსანი სიტყვაა” – ალეკო ელისაშვილი

ნიკა მე­ლი­ამ თვის ბო­ლოს შევ­ხვდე­თო – კი ბა­ტო­ნო, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი სი­ტყვაა. სხვებ­მაც თქვან, და­ა­ყე­ნონ პი­რო­ბე­ბი, ინი­ცი­ა­ტი­ვა გვი­თხრან, ყვე­ლა­ფერ­ზე მივ­ყვე­ბით არ მოს­წონთ ეს აზრი?! უკე­თე­სი გვი­თხრან, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ამ­ბო­ბენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი მას­თან და “გირჩთან” ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე უარს.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” “ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი პო­ზი­ცია აქვს”.

“თუ შეხ­ვედ­რა არ უნ­დათ, თუ არა­ფე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ უნ­დათ?! სა­ერ­თოდ რა უნ­დათ, ვერ გა­ვი­გეთ სი­მარ­თლე, რომ გი­თხრათ. აი ეს გვინ­და, რომ გა­ვარ­კვი­ოთ, რომ სა­ერ­თოდ რა უნ­დათ ოპო­ზი­ცი­ა­ში?! კრი­ზი­სი არის? – არის, გა­მო­სა­ვა­ლი ამ კრი­ზი­სი­დან მო­სა­ძებ­ნია? – მო­სა­ძებ­ნია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ეძებს გა­მო­სა­ვალს? – არ ეძებს, ჩვენ არ უნდა მოვ­ძებ­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი?! პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გვაქვს?! ხალ­ხის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გვაქვს?! თუ ეს მოგ­ვწონს, რომ ეს უსას­რუ­ლოდ გაგ­რძელ­დეს?! დღეს ვა­შა­ძე გა­მო­ვი­და და თქვა ვი­წყებთ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა­სო – ეს იცით რო­გო­რი გა­უ­გე­ბა­რი რა­მეა?! პარ­ლა­მენ­ტში არ შე­დი­ხარ, ქვეყ­ნის მთა­ვარ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ზურ­გი აქ­ცია და იძა­ხი, რომ ბო­ი­კოტს ვუ­ცხა­დე­ბო და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი შე და­ლოც­ვი­ლი, ისევ თა­მარ ჟვა­ნი­ას­თან, რომ მიხ­ვი­დე?! ეს არის ის, რაც ვერც ჩემს ტვინ­ში ლაგ­დე­ბა და ვე­რა­ფერ­ში ვერ ლაგ­დე­ბა. ჩვენ მა­ინც შე­ვალთ, ჩვენ გვინ­და პირ­ნათ­ლე­ბი ვი­ყოთ და ცოტა სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვე­კი­დოთ ამ ამ­ბავს. არ დავ­ზო­გავთ თავს და ზუს­ტად ვი­ცით მეც და ლე­ვან­მაც რის­თვის მივ­დი­ვართ და მარ­თლა ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის გამ­ხმო­ვა­ნებ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ჩვენ და გვინ­და, რომ უბ­რა­ლოდ ამოვ­წუ­როთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ყვე­ლას და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, ხალ­ხო, რა გჭირთ?! შეხ­ვედ­რა რა უდ­გას წინ?!

“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი პო­ზი­ცია აქვს – “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე” ვერ ვი­ტყვი ვე­რა­ფერს ცუდს, ამ შემ­თხვე­ვა­ში იმი­ტომ, რომ ნიკა მე­ლი­ამ თქვა, ითხო­ვა დრო თვის ბო­ლომ­დე, რომ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ვარ და პარ­ტი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი მაქვს და­სა­ლა­გე­ბე­ლიო და თვის ბო­ლოს შევ­ხვდე­თო – კი ბა­ტო­ნო, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი სი­ტყვაა. ეს გა­სა­გე­ბია, სხვებ­მაც თქვან, პი­რო­ბე­ბი და­ა­ყე­ნონ, ინი­ცი­ა­ტი­ვა გვი­თხრან, ყვე­ლა­ფერ­ზე მივ­ყვე­ბით არ მოს­წონთ ეს აზრი?! უკე­თე­სი გვი­თხრან”, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მსგავსი თემები