ინაუგურაციას ტრაპმი ჰაერში შეხვდება, ჯო ბაიდენს კი 25 000-მდე გვარდიელი დაიცავს

ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მსოფლიოში უპრეცენდენტო უსაფრთხოება ექნება. აშშ-ში მობილიზებული გვარდიელების უსაფრთხოება ავღანეთსა და ერაყში ამერიკის სამხედრო მისიასაც კი აჭარბებს.

აშსს- პრეზიდენტის 46-ე პრეზიდენტი ინაუგურაციამდე ერთი დღე რჩება. ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალს აშშ უპრეცენდენტო უსაფრთხოებით ხვდება.  ფიცის დადება კაპიტოლიუმის წინ მოხდება. მოქმედი პრეზიდენტ კი ღონისძიებას არ დაესწრება. დონალდ ტრამპი ცერემონიალის მსვლელობისას ჰაერში იქნება და ის „პალმ ბიჩზე“ მიემგზავრება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გამორჩეულია სხვა ინაუგურაციასთან შედარებით იმ კუთხითაც, რომ დაცვის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.  თუ ტრამპის ინაუგურაციას 8 000-მდე გვარდიელი იცავდა, ამ შემთხვევაში, აშშ-ში 25 000-მდე გვარდიელის მობილიზება მოხდა. ეს ციფრი იმდენად დიდია, რომ ის ავღანეთსა და ერაყში  ამერიკის სამხედრო კონტიგენტსაც კი აჭარბებს.

ინაუგურაციას მხოლოდ 1000 ადამიანი დაესწრება და ის შეზღუდულად გაიმართება. ინაუგურაციაში მონაწილეობას შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები მიიღებენ.

ირგვლივ მდებარე შენობები და მაღაზიები კი დაკეტილი და აჭედილი იქნება.

ყოფილმა პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით ამერიკელებს უკვე მიმართა და მადლობა გადაუხადა.  

მსგავსი თემები