“აშშ-ის ელჩი შენსკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენსკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება, შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ” – იაგო ხვიჩია

ამერიკის ელჩი შენსკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენსკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება, შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ „გიჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩამ  განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრების დროს ნათლად ჩანდა, რომ ისინი არ იყვნენ ოპოზიციის მხარეს.

„ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ, არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. წარმოიდგინეთ, პირველი ამბავი რაც იყო, პროცესი დავინახეთ, რომ ელჩები არ არიან ჩვენსკენ. დავინახეთ ეს ყველაფერი ჩანს. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა აშშ-ის ელჩი და შედით პარლამენტშიო გვითხრა, მაგრამ, მანამდეც ჩანდა ეს ტენდენცია. მე სულ ვსვამდი კითხვას, ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი ამ ქვეყანაში, არის ამერიკის საელჩო. ჩვენი აწყობილი არ არის სხვამ აგვიწყო. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან პატრიარქს, ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის აშშ-ის ელჩი. მე ვიცი, თუ რამე გაგვიჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენ უნდა წავიდეთ და აშშ-ის ელჩს უნდა ვთხოვოთ დახმარება. მე სულ ამ პროცესის განმავლობაში მაინტერესებდა აშშ-ის ელჩის აზრი. ელჩთან შეხვედრაზე არ ვიყავი, მაგრამ სადაც ვიყავი, სულ ამას ვამბობდი. უცბად დავინახე, რომ ამ მონაწილეებს აშშ-ის ელჩის აზრი ისე არ აინტერესებთ, როგორც მე. მე ვარ აქტივისტი, რონ არაფერი ვაწყენინოთ აშშ-ის ელჩის ან რამე ცუდი არ დაგვემართოს, რამე შეცდომა არ მოგვივიდეს. ეს უბრალოდ არ არის ინტერესის საგანი. პირველი ჩემი აფეთქება იყო ასეთ, რომ მე არასოდეს არ გადავიკიდებ არც ერთი ოპოზიციონერის გამო აშშ-ის საელჩოს. ეს ამ ქვეყნის მომავალია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „მოლაპარაკების მაგიდაზე იყო კონსტრუქციული პოზიციები, რომ ფასილიტატორებს არ ვაწყენინოთ მივყვეთ ამ პოზიციას და ვიყოთ კონსტრუქციულები“.

„ამ პოზიციას იზიარებდა ბადრი ჯაფარიძე, ვაშაძე, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო, რომ შეიცვლება აშშ-ში ადმინისტრაცია, შეიცვლება რაღაცები და ცოტა ხანში ელჩი სხვანაირად დაიწყებს ლაპარაკს, ან შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, შეიცვლება რიტორიკა ამ ადამიანების, იანვარში შეიცვლება და ა.შ. იანვარში არაფერი შეცვლილა, ზოგადად ჩვენ ისე არ ვიქცეოდით, რომ იქ რამე შეცვლილიყო. ჩვენ ყველა მეგობარს ეტყობა ოპოზიციისკენ არის თუ ხელისუფლებისკენ. ჩვენ თუ მართლა თვალს არ დავიბრმავებთ, პარლამენტის პირველ სხდომაზე აშშ-ის ელჩი იყო მისული სტუმრად, ესწრებოდა სხდომას, მერეც მოგვიწოდა, შედით პარლამენტში. მე სულ ვამბობდი, ეს ხალხი ჩვენსკენ რომ არ არის, მოდი რამე გავაკეთოთ, რათა ჩვენსკენ იყოს, თორემ ამერიკის ელჩი შენსკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენსკენ  არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ. წარმოიდგინეთ, გაქვს ბოიკოტი და ხალხი ვისი იმედიც გვაქვს, გეუბნება, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შენ ნაცვლად იმისა, დაარწმუნო ისინი, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, აკლიათ რაღაც, დაამატო ინფორმაცია, ელოდები, როდის შეიცვლება მისი უფროსი, უბრძანოს ვიღაცამ, რომ პოზიცია შეიცვალოს. რაც ჩემთვის პირველივე დღიდან მიუღებელი პოზიცია იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.

მსგავსი თემები