ბიჭი რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩადან გაიტაცეს ნაცემი იყო

მორიგი გატაცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიიდან. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი პირი – მათ შორის ორი ქალი ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან დააკავეს და უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს, ისინი ამბობენ, რომ დაკავება საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მოხდა.

“ყვიროდნენ, გვიშველეთ სადმე დარეკეთო. თავიდან არ მეგონა რუსები, თუ იყვენენ და 112-ში ვრეკავდი. მერე დავინახე, რომ ბიჭი გამორბოდა და ყველა ერთად მისდევდა. სამნი იყვნენ, არ ვიცით სად მიდიოდნენ ვიცი, რომ გამოქცეულები იყვნენ და შველას ითხოვდნენ. ბიჭს ეტყობოდა რომ ნაცემი იყო,” – აცხადებს ხურჩის მცხოვრები ელისო შამუგია.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სუს-მა გაავრცელა. უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ინციდენტი ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმაც, რომლის ცნობითაც დაკავებულები ამჟამად უკანონო პატიმრობაში უკვე აღარ იმყოფებიან.

მსგავსი თემები