შემოწმდა 553 ობიექტი, 3 დაჯარიმდა, 485 კი გააფრთხილეს

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, 14-დან 17 იანვრის ჩათვლით, 3 ობიექტი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განაცხადებით,  ერთ-ერთი დაჯარიმებული ობიექტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

2021 წლის 14-17 იანვრის მონაცემებით შემოწმდა 553 ობიექტი, რომელთაგან 485-ის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება განხორციელდა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მათ კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია რეგულაციებზე; 65 ობიექტი დეტალურად შემოწმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით და ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ამავე პერიოდში, 322-ე დადგენილების მიხედვით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა. ჯამში, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 17 იანვრის მდგომარეობით, ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, რეკომენდაციების გაიცა 26 841 ობიექტზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ მთავრობის კანცელარიაში.

მსგავსი თემები