„ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება“ – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნის წინააღმდეგია. როგორც მან განაცხადა, პრემიერმა  დავალება გასცა, შეზღუდვების არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შემუშავდეს.

„არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით,  შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.

მსგავსი თემები