ქარბუქი, თოვლი, ნალექი – ჰაერის ტემპერატურა დაეცემა

ნისლი, ქარბუქი, ნალექი, თოვლი, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი რამდენიმე დღის განმავლობაში.  

18 იანვრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. 19-20 იანვარს კი უმეტესად თოვლია მოსალოდნელი.  მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. აღნიშნულ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ასევე, გაფრთხილებაა 19-22 იანვართან დაკავშირებით, კერძოდ ღამის საათებში, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

მსგავსი თემები