ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იქნება

საზოგადოებივი არის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ადგილი დაიკავა და ამავდროულად, პოლიტსაბჭოს წევრიც გახდა. როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პოზიციის დაკავების შეთავაზება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა.

„თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქციაა თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს ვესაუბრე და ა.შ. ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს მის გარეშე ფუნქციონირება, ეს საქართველოსთვის ხშირი მოვლენა არაა“ – აღნიშნა მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან.  

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობა დღეს გაიმართა, სადაც  სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ასევე, განახლდა პოლიტიკური საბჭო.

მსგავსი თემები