“Oxford-ის უნივერსიტეტის რეიტინგში საქართველო COVID-19-ის საპასუხო მოქმედებების მიხედვით მე-10 საპატიო ადგილს იკავებს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე მომზადებული მონაცემების თანახმად, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია.

შესაბამის განცხადებას ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება.

ინგლისის Oxford-ის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია,” – წერს თენგიზ ცერცვაძე “ფეისბუკზე”. 

მსგავსი თემები