პანდემიის გამო, დიდი ბრიტანეთი „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს

18 იანვრიდან დიდი ბრიტანეთი მოგზაურებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ახალი შეზღუდვით, გაერთიანებულ სამეფოში ჩასული ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დასკვნა წარადგინოს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველას, ვინც ბრიტანეთის საზღვარს გადაკვეთს, მოუწევს, 10-დღიანი კარანტინი გაიაროს.

ახალი შეზღუდვები, 18 იანვრიდან 15 თებერვლამდე იმოქმედებს. შემდეგი რეგულაციები კი ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.

ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია და ბოლო 24 საათში 55 761 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მზარდია გარდაცვალებულთა რაოდენობაც.

მსგავსი თემები