მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავცრელებიდან დღემდე, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 2 000 905 ადამიანია გარდაცვლილი.

ეპიდემიის  გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 93 418 283 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ვირუსის გავრცელბის, ისე  ლეტალური შემთხვევების კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას მოჰყვება ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

მსგავსი თემები