საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინ გაიხსნება, როცა შემთხვევების რაოდენობა 5%-ს ჩამოსცდება

„საზოგადო ებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე მაშინ შეიძლება საუბარი, როცა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 5%-ს ჩამოსცდება.   

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს და  დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია,  მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, დღესაც შემცირდა. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები