„არც ერთი სკოლა არ უნდა გაიხსნას, სადაც საპირფარეშო მოწესრიგებული არ არის“ – გიორგი ფხაკაძე

  •  

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე განათლების სექტორისთვის მკაცრ რეკომენდაციას იძლევა და აცხადებს, რომ თუ სველი წერტილები მოწესრიგებული არ იქნება, არც ერთი სკოლა არ უნდა გაიხსნას.  

„რაც შეეხება სკოლებს, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის. საპირფარეშოებზე მინდა ვთქვა, ყველაფერ კარგად არ არის. ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელების ადგილი  სკოლაში სწორედ  საპირფარეშოა. საპირფარეშო თუ არ იქნება მოწესრიგებული, ის სკოლა არ უნდა გაიხსნას, ის ბაღი არ უნდა გაიხსნას. არც ერთი დაწესებულება არ უნდა გაიხსნას, სადაც საპირფარეშო არ არის კარგად მოწესრიგებული. ეს არის მთავარი, გავრცელება სწორედ აქ არის“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

მისივე თქმით, ვირუსის მხრივ, ჭარბწონიანი ბავშვები ყველაზე საფრთხილოა, სწორედ ჭარბწონიანებს გადააქვთ კორონავირუსი საკმაოდ მძიმედ.

„ბავშვმა კალორია უნდა დახარჯოს, მინიმუმ 45 წუთი უნდა იაროს დღეში და იყოს გარეთ, ჰაერზე. ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია. ჰაერზე სეირნობა ისევე აუცილებელია, როგორც წყლის დალევა,“ – ამბობს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ დიდი ქალაქების გარდა, 18 იანვრიდან, სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება. 

მსგავსი თემები