“არიან ადამიანები, ვისაც სურთ ამ ფაქტით ისარგებლონ და პროვოკაციები მოაწყონ” – ნინო წილოსანი ბუკნარში მომხდარ კონფლიქტზე

ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ბუკნარში დაწყებული კონფლიქტი დიალოგის შედეგად მოგვარდება და სხვადახვა კონფესიის მოსახლეობა მშვიდობიანად შეძლებს თანაცხოვრების გაგრძელებას.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას ორივე მხარე დაიცავს:

“მოლოდინები მართლდება მაშინ, როცა ორივე მხარე იცავს იმ შეთანხმებას, რაც გუშინ მივაღწიეთ 10-10 წარმომადგენლის და ხელისუფლების წარმომადგენლის თანდასწრებით მოხდება ეს დიალოგი. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებას დაიცავს ორივე მხარე და მოლოდინებიც გამართლდება,” – განაცხადა  ირაკლი კუჭავამ.

კონფლიქტით სარგებლობისა და პროვოკაციის მოწყობით დაინტერესებულ პირებზე აკეთებს აქცენტს “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად აერიდონ პროვოკაციებს და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ:

“არიან ადამიანები, ვისაც სურთ ამ ფაქტით ისარგებლონ და სხვადასხვა პროვოკაციები მოაწყონ, მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას რომ შეეცადონ და მაქსიმალურად აერიდონ ამ პროვოკაციებს და რაც მთავარია იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს რწმენის და რელიგიის თავისუფლება, ჩვენ ამ ისტორიულ-კულტურული მოცემულობით მოვდივართ, ეს არის ჩვენი მონაპოვარი,” – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მსგავსი თემები