„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ“ – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.

„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა – ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით და ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან – ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა სალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები