“გირჩი” ოპოზიციის მოლაპარაკებების საჯაროობას ითხოვს

“გირჩის” მმართველი საბჭოს წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მათი წინადადება ახლა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არის ის, რომ ახლიდან დალაგდნენ იდეებსა და გეგმებზე. ასევე, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრების საჯაროობას ითხოვენ, რაც წინა პერიოდში არ ხდებოდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში თანხმობა იყოს და ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ. იდეაში, ჩვენი წინადადება არის, რომ მოდით დავლაგდეთ ახლიდან. ამ შეხვედრებზე, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ჩვენ საჯაროობას ვითხოვთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ თითოეულ ოპოზიცურ პარტიასთან გავიაროთ ეს თემა. ჩვენ არ გვინდა, რომ თუკი ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა,  ჩვენ ვიყოთ ამ წარუმატებლობის მიზეზი. პირიქით, ჩვენ გვინდა პარლამენტი შედგეს, სადაც როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია იქნება სრული შემადგენლობით,” – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები