გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვით განახლდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართო პროცესი დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენებას სამედიცინო ექსპერტები მისცემენ, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის ცხედრაზე ჩაატარეს ექსპერტიზა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულებები არ გააჩნია და ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

მსგავსი თემები