“გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია” – ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება, რომელშიც ელჩებიც მონაწილეობდნენ, შესრულდა.

„ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები