„დაინტერესდეს პროკურატურა რატომ ძარცვავენ ჩინოვნიკები ფერმერებს“ – მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ზარალდება ზოგი ჩინოვნიკისგან და ხალხი კარგავს მთავრობის მიმართ ნდობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  „საქართველოს მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ,” გოგა ციცქიშვილმა განაცხადა.

ციცქიშვილი აღნიშნავს, რომ აჭარელ ფერმერებს, გარკვეულმა კომპანიებმა, რომლებსაც ყოფილი ჩინოვნიკები მფარველობენ კუთვნილი პროდუქციის თანხა არ გადაუხადეს, მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთი მეფუტკრის მიმართ კომპანიას 50 000 ლარი აქვს გადასახდელი:

„აჭარელ მეფუტკრეს და მასთან ერთად რამოდენიმე ფერმებს, ჰქონდათ ხელშეკრულება კომპანიასთან, აწვდიდნენ პროდუქციას, შემდეგ ეს კომპანია ურიცხავდა თანხებს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღარ აუნაზღაურეს თანხა და ეს დავალიანება ავიდა 50 000 ლარამდე.

ეს „შპს“ – ეუბნება, რომ ქსელურ მარკეტებს აქვთ მათი დავალიანება და ვალს ვერ დაუფარავდნენ დროულად, თუმცა მე პირად საუბარში კომპანიის დამფუძნებლისგან ნორმალური პასუხი ვერ მივიღე, აქვე აღმოჩნდა, რომ ქსელურ მარკეტებს 2000 ლარზე მეტი დავალიანება არ აქვს.

2018 წლიდან შეწყვიტა ამ ორგანიზაციამ ფუნქციონირება, ამ კომპანიის დამფუძნებლები არიან გოგა სამუშია და ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღმოჩნდა, რომ ირაკლი ლექვინაძის სახელზე არის 14 კომპანია დაფუძნებული.

საგულისხმოა, რომ ლექვინაძის კომპანიას ბევრი ფერმერის მიერ აქვს დიდი დავალიანება.

ბევრი ფერმერი არის ძალიან ცუდ დღეში, ზოგმა საერთოდ არსებობა შეწყვიტა, მე ვაძლევ ირაკლი ლექვინაძეს გარანტიას, რომ ყველა დანარჩენ ფერმერებთან გავუწევ შუამდგომლობას, რომ მეფუტკრეებს თანხა ეტაპობრივად დაუფარონ,“ – განაცხადა ციცქიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე“ თვლის, რომ მოცემული სიტუაციით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან მისივე აზრით ადგილი აქვს თაღლითურ სქემას.

“„დაინტერესდეს პროკურატურა რატომ ძარცვავენ ჩინოვნიკები ფერმერებს“ – ამბობს ციცქიშვილი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები